პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით ცურავენ - მათიკაშვილი
"პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით ცურავენ, რომელსაც ჰქვია საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმინიჭება," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა. მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციასთან ერთად არ სურს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება.
მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი მხარდამჭერებს ოპოზიციაში ეძებს და არა საკუთარ ამომრჩეველში.
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი მხარდამჭერებს და მომხრეებს ეძებს არა საკუთარ ამომრჩეველში. პირიქით, მოკავშირეების და მხარდამჭერთა ალიანსი იქმნება რადიკალური ოპოზიციის წიაღში, სადაც მოიაზრება საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.
პრეზიდენტის ქმედება და ნაბიჯები რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით საზოგადოებას აძლევს სურათს, რომ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ასევე პრეზიდენტი ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით ცურავენ, რომელსაც ჰქვია საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმინიჭება და ჩვენი ქვეყნისთვის ამ კუთხით ევროპულ გზაზე დაბრკოლებების შექმნა", - განაცხადა მათიკაშვილმა.