დავით საგანელიძე "საქართველოს განვითარების ფონდს" აღარ უხელმძღვანელებს

12.09.23 17:59
დავით საგანელიძე "საქართველოს განვითარების ფონდს" აღარ უხელმძღვანელებს

დავით საგანელიძე "საქართველოს განვითარების ფონდს" აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა მან რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.  

„საქართველოს განვითარების ფონდს" ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი ჰყავს, ცვლილებები ბიზნეს რეესტრის ამონაწერში უკვე აისახა. 

დავით საგანელიძეს, რომელიც "საპარტნიორო ფონდს" ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ბესიკ ბუგიანიშვილი ჩაანაცვლებს, მისი მოადგილე კი ვახტანგ ჯორბენაძე იქნება. 

რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უკვე დატოვეს პრემიერმა და მისმა მინისტრებმა და ახალი საბჭო დაკომპლექტდა - საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა დავით საგანელიძემ. საბჭოს წევრები არიან: მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი.

მსგავსი სიახლეები