"ოცნება" ვერაფერს უშვრება პრეზიდენტს, ხომ ვერ მოკლავენ, პრიგოჟინივით მის თვითმფრინავს ხომ ვერ ჩამოაგდებენ - ზაქარეიშვილი
"მედვედევმა არ უნდა იცოდეს ის, მან თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ფრანგი, ქართულიც კი არ იცის, ეს არის აშკარად თბილისიდან ჩამოწოდებული ინფორმაცია," - ეს განცხადება კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "დღის ამბებში" გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი ძალა მოსკოვიდან მიღებულ დირექტივებს ასრულებს და მედვედევის განცხადებაც სალომე ზურაბიშვილზე ამის დამადასტურებელია.
ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მაღალჩინოსნებსა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის კონტაქტები არსებობს.
კონტაქტები არსებობს, ეჭვი არ მეპარება, მედვედევის ფაქტი ჩემთვის ყველაზე უფრო დამაჯერებელია, მან წამოროშა ის, რაც მან არ უნდა იცოდეს, არ უნდა სცოდნოდა, რას ლაპარაკობენ პრეზიდენტზე, საელჩოც კი არ არის, შეუძლებელია, მას ასე დაწვრილებით, ჩაღრმავებით სცოდნოდა, როგორ უნდა შეაფასოს უარყოფითად პრეზიდენტი," - ამბობს ზაქარეიშვილი.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად იმპიჩმენტი კი არ აინტერესებს, არამედ სურს, რუსეთს აჩვენოს, რომ მათ სცადეს სალომე ზურაბიშვილის გაჩერება. ამ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარი მიზანი კი, კონფლიქტოლოგის შეფასებით, კრემლისთვის თავის მოწონებაა.
კონსტიტუციას არღვევს „ქართული ოცნება“. ბუნებრივია, პროცედურულად შეიძლება მათ იპოვეს ხრიკი, გამოსავალი, რომ პრეზიდენტმა არ მიიღო ნებართვა. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, გაუჭირდება მას ზუსტი გადაწყვეტილება მიიღოს, პრეზიდენტი ასრულებს კონსტიტუციას და აშკარად, „ქართულ ოცნებას“ ანერვიულებს ამის გამო. ჩემი აზრით, ეს არის წმინდა წყლის ანტიქარტულ ოცნების ნაბიჯებიც კი - იმიტომ, რომ ძალიან იოლი იქნება საზოგადოებაშიც კი გავაკეთოთ პროპაგანდა, განვახორციელოთ ისეთი საუბრები, რომ ხალხს ავუხსნათ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დარღვეული კონსტიტუცია. აქ ძაღლის თავი აქ სხვაგან იმალება - ეს არის რუსეთში. "ქართული ოცნება" ვერაფერს ვერ უშვრება პრეზიდენტს, ხომ ვერ მოკლავენ, პრიგოჟინივით მის თვითმფრინავს ხომ ვერ ჩამოაგდებენ, მათ სჭირდებათ რაღაც ფორმით ანგარიში ჩააბარონ კრემლს,“ - ამბობს ზაქარეიშვილი.