შემდგომი ვერსია იქნება, რომ ე.წ. ქეში, ტომრით მიიტანეს ფული, სად არის გადახდის ქვითრები? - სამუშია

12.09.23 18:45
შემდგომი ვერსია იქნება, რომ ე.წ. ქეში, ტომრით მიიტანეს ფული, სად არის გადახდის ქვითრები? - სამუშია

"სად არის გადახდის ქვითრები თუ გვეტყვიან, ტომრით მიიტანა ადამიანმა ფულიო," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ გააკეთა.

სამუშია ეჭვობს, რომ გადახდის ქვითარი არც არსებობს, რადგან თუ ფულადი ანგარიშსწორება რეალურია, ამ დრომდე ქვითარსაც გაავრცელებდნენ ამის დამადასტურებლად.

სად არის გადახდის ქვითრები და როდის გადაიხადა ამ ადამიანმა, თუ შემდეგ გამოვლენ და გვეტყვიან, ტომრით მიიტანა ადამიანმა ფულიო. თუ ახლა შემდგომი ვერსია ის იქნება, რომ ე.წ. ქეში, ტომრით მიიტანეს ფული თუ ამასაც აკადრებენ საზოგადოებას, აბა, ქვითარი სად არის გადახდის. 

თურმე ამ ქვეყანაში, ბორტი ნომერი ერთი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს, თურმე თქვენც შეგიძლიათ იქირაოთ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ხომ წარმოგიდგენიათ, სადამდე დავიდა, ყველაფერს კადრულობენ, რომ ეს გაამართლონ. ამის გაქირავება კი არა, მიახლოება არ უნდა იყოს და თურმე ეს ქირავდება.

ცალსახაა დანაშაულის ნიშნები, თვალწინ დევს ეს ყველაფერი. თუ დააჯერებენ საქარტელოს მოქალქაქეებს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ზღაპარი იქნება, მოქალაქეები ყველაფერს ხედავენ. ლელო სამართლებრივ პროცესს ბოლომდე მივყვებით," - ამბობს ლევან სამუშია.
 

მსგავსი სიახლეები