პაპუაშვილის ზეწოლა მედიაზე - „OC Media“-ს დირექტორი ჟურნალისტებზე თავდასხმას არ გამორიცხავს
ზეწოლა საერთაშორისო მედიაზე - „OC Media“-ს დირექტორი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოცა შალვა პაპუაშვილს სტატისს გამოქვეყნებაზე უარი ეთქვა. მარიამ ნიკურაძე პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებას, რომელმაც მედიასაშუალების დდაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა, მედიაზე ზეწოლაად აფასებს. ნიკურაძე არ გამორიცხავს, რომ მათ ორგანიზაციაში აუდიტი შეუშვან ან ჟურნალისტებზე თავდასხმა მოაწყონ.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უარი ვუთხარით სტატიის გამოქვეყნებაზე იყო, რომ სრული ტექსტი არ გვქონდა ნანახი. ძალიან მნიშვნელოვანია მედიასაშუალებისთვის ვიცოდეთ, რას ვაქვეყნებთ. დონორებზე მიწერა ეს არის ზეწოლის ახალი ფორმა. არ ვიცი, ვიღაცეებმა თქვეს, რომ ყოფილა რაღაც მსგავის მარტის აქციების დროს. ბუნებრივია, ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ დავკარგოთ დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეღარ შევძლებთ არსებობას. არავის არ უკვირს დღეს, რომ ჟურნალისტებს და არა მარტო ჟურნალისტებს უსმენენ და ალბათ ჩვენც გვისმენენ, თქვენც გისმენენ, თუმცა შეიძლება იქ შეიძლება აუდიტი შემოვიდეს. აუდიტი ეს არის ერთ-ერთი იარაღი სხვა და სხვა ორგანიზაციებზე ზეწოლის, არ ვიცი, ფიზიკური თავდასხმა, რომელიც ასევე აღარ არის იშვიათი. ბევრი შემთხვევაა, როესაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, შეიძლება ასეც მოხდეს., - ამბობს „OC Media“-ს დირექტორი მარიამ ნიკურაძე.
კრიტიკულ გამოცემის მიმართ სადამსჯელო ოპერაციის ორგანიზატორი ამჯერად შალვა პაპუაშვილია. პარლამენტის თავმჯდომარეს მის მიერ დაწერილი სტატიის გამოქვეყნებაზე „OC„ მედიამ უარი უთხრა. შალვა პაპუაშვილი გაბრაზდა, ორგანიზაციის დონორებთან სათითაოდ წერილები გააგზავნა და იმ საერთაშორისო მედიის დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა, რომლის კრიტიკული აზრიც არ მოსწონს.