ზეწოლა OC Media-ს დონორებზე - კობახიძე პაპუაშვილს საქციელს უწონებს
ზეწოლა OC Media-ს დონორებზე - შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კმაყოფილია. ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეს საქციელს უწონებს და ამბობს, რომ პაპუაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც საერთაშორისო მედიაზე ზეწოლა სცადა.
ნუ ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს, შესაბამისად, ძალიან კარგია რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები", - თქვა კობახიძემ.