50 წლის კაცი დედას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და ბინებს სძალავდა

13.09.23 11:52
50 წლის კაცი დედას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და ბინებს სძალავდა

დაკავებულია 50 წლის კაცი, რომელიც ხანდაზმულ დედას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და თბილისსა და ახმეტაში საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას აიძულებდა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ირკვევა, რომ პირი წარსულში ნასამართლევია- ის ამჯერად ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას - 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.ყ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები