"საქართველოს გავითარების ფონდი", რეალურად, ივანიშვილის კლანის გამდიდრების ფონდი იყო - ნადირაძე

13.09.23 12:28
"საქართველოს გავითარების ფონდი", რეალურად, ივანიშვილის კლანის გამდიდრების ფონდი იყო - ნადირაძე

საკადრო ცვლილებები  "საქართველოს განვითარების ფონდში" - ოპოზიცია ამბობს, რომ უწყება წლების განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პირდაპირ ამბობს, რომ ფონდი ივანიშვილს კლანის გამდიდრებისთ იყო დაკავებული და თავისი რეალური მოვალეობა დავიწყებული ჰქონდა. მისი თქმით, თანხების განაწილება ფონდში ბუნდოვნად ხდებოდა და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. 

სინამდვილეში ეს საქართველოს გავითარების ფონდი არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კლანის და მათი ჯიბეების გასქელების და გავითარების ფონდი. იღებენ ასობით ათას ხელფასს წლიდან წლამდე და სინამდვილეში, ბიზნესის წახალისების ნაცვლად ახალისებენ თავიანთ ახლობლებს, ნათესავებს. წესით, საპარტნიორო ფონდი უნდა ახდენდეს თანხების მობილიზებას და ისინი აფინანსებდნენ ბიზნესპროექტებს, ხელს უწყობდნენ იმ დაპირებული 100 ქარხნის აშენებას, განვითარებას, ადამიანების დასაქმებას, ბიზნესის წახალისებას, მაგრამ ხდება თანხების აკუმულირება, მათ შორის სესხების სახით და ამ თანხების განაწილება ხდებოდა ყოველთვის ძალიან ბუნდოვნად და საეჭვოდ, იმიტომ, რომ არაერთი ქეისი გვახსოვს გახმაურებული, მათ შორის, თქვენს ეთერში გასული სიუჟეტების, როდესაც პირდაპირ აფინანსებენ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს, მათო ოჯახის გარემოცვის წევრებს და იმ ადამიანებს, ვინც სჭირდებათ, ვინც მათ გარშემო არიან და ვინც, რეალურად, უზრუნველყოფდა ბიძინა ივანიშვილის კლანის გაძლიერებას ფინანსურად, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

დავით საგანელიძე "საქართველოს განვითარების ფონდს" აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა მან რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.  

„საქართველოს განვითარების ფონდს" ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი ჰყავს, ცვლილებები ბიზნეს რეესტრის ამონაწერში უკვე აისახა. 

მსგავსი სიახლეები