აქტივისტების გამარჯვება - ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების წინააღმდეგ საქმე შეწყდა

13.09.23 12:10
აქტივისტების გამარჯვება - ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების წინააღმდეგ საქმე შეწყდა

ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისათვის დაკავებული 16 პირიდან 13 სრულად გაამართლა და საქმე სრულად შეწყვიტა, სამს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს იურისტის ინფორმაციით, 16 საქმიდან - 166 მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173-ე მუხლის ნაწილში 13 საქმე შეწყდა, 3 საქმეზე სასამართლომ აქტივისტებს შენიშვნა გამოიყენა.

გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

16 მოქალაქე  Kvareli Lake Resort-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნასა და ქორწილის გადახდას აპროტესტებდა.

გურჯაანის პროცესი ( ყვარლის ტბაზე დაკავებული 16 მოქალაქის დავა)  დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, 16 საქმიდან - 166 მუხლის ნაწილში  ყველა საქმე შეწყდა, 173 მუხლის ნაწილში - 13 საქმე, ხოლო დანარჩენ 3 საქმეზე სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა სასამართლომ. 
ამ ადამიანებს დაკავების შემდეგ 24 საათი და მეტი გაატარებინეს დროებითი მოთავსების იზოლატორში  სანამ სასამართლო პროცესზე მიიყვანდნენ. 
ის 3 სიტყვიერი შენიშვნაც უნდა გაუქმდეს" - წერს თეა ზაქარაშვილი.

„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებდა.

პოლიციამ 20-მდე აქტივისტი დააკავა, რომლებიც ფაქტს აქციით აპროტესტებდნენ.

მსგავსი სიახლეები