ცვლილებები "საქართველოს გავითარების ფონდში" - უწყება განმარტებებს აკეთებს
ცვლილებები "საქართველოს გავითარების ფონდში" - საპარტნიორო ფონდში ამტკიცებენ, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება საკანონმებლო დონეზე იქნა მიღებული. რაც შეეხება თავად დავით საგანელიძის კანდიდატურას, მათი თქმით, მისი კანდიდატურა მთავრობამ წარადგინა, რის შემდეგაც სამეთვალყურეო საბჭომ ის აღნიშნულ თანამდებობაზე აირჩია.
პარლამენტში, კანონში შევიდა ცვლილებები ფონდის საქმიანობის შესახებ. იყო ვადა ამისთვის გასაზღვრული და უკვე 10 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ეს ცვლილებები. არაფერი არ გადაწყდა ახლა, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი. პირობების შესაბამისად შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მთავრობის მიერ არის წარდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს შემდგენლობა და შემდეგ უკვე წესდების მიხედვით სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლლობიდან უკვე საბჭო ირჩევს, - ამბობენ საპარტნიორო ფონდში.
დავით საგანელიძე "საქართველოს განვითარების ფონდს" აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა მან რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.
„საქართველოს განვითარების ფონდს" ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი ჰყავს, ცვლილებები ბიზნეს რეესტრის ამონაწერში უკვე აისახა.