არაფერი არ არის გამორიცხული - სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას ხვდება
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან შეხვედრები გრძელდება - პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება.
მელიამ ორბელიანების სასახლეში შესვლამდე მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილთან განიხილავს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ვითარებას.
რაც შეეხება ოპოზიციის რიგი წევრების მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლო მხარდაჭერას, მელია ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ პრეზიდენტი ენმ-ს წევრს, ანა წითლიძეს შეხვდა დღეს კი ორბელიანების სასახლეში ნიკა მელია მიიწვია.