ღარიბაშვილმა „ოლიგარქიული გაბლატავება“ ხალხისგან ნაძარცვი ფულით დაიფინანსა - გიორგი ვაშაძე

13.09.23 13:00
ღარიბაშვილმა „ოლიგარქიული გაბლატავება“ ხალხისგან ნაძარცვი ფულით დაიფინანსა - გიორგი ვაშაძე

პრემიერის სკანდალური ჩარტერული რეისი - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს ტყუილის გავრცელებაში ამხელს. 

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი "ნაძარცვი" ფულით გაფრინდა საზღვარგარეთ.

ანზორ ჩუბინიძემ მოიტყუა, რომ პენსიონერმა მამამ საპენსიო სესხით გადაუხადა ეს ფული, მეორე დიდი ტყუილია ის ფასი, რომელიც წარმოადგინა - 34 ათასი ევრო. ნებისმიერი თქვენგანი ინტერნეტში შედით და შეგიძლიათ ნახოთ - ამ ტიპის ფრენის ფასი საათში 15 ათასი დოლარიდან იწყება, 4 საათი და 20 წუთი სჭირდება ფრენას მიუნხენამდე, მეტობის დროით უნდა აიღო ასეთ დროს - 5 საათს იღებ. 5 საათი აქედან, 5 - იქიდან, აბა, დათვალეთ რამდენია - 150 ათასი დოლარი, ლარებში რომ გადაიყვანოთ 390 ათასი ლარია. ამიტომ ეს არის ორმაგი ტყუილი, არაფერი ფული მას არ აქვს, ეს არის ნაძარცვი ფული, რომლითაც ღარიბაშვილმა დაიფინანსა „ოლიგარქიული გაბლატავება“, ასე დავარქვათ, „ოლიგარქიული გაბლატავება“ დაიფინანსა ღარიბაშვილმა ხალხისგან ნაძარცვი ფულით”, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები