საქართველო დღის წესრიგს მიღმა - რა თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში
საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგის მიღმა - რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენება დასრულდა.
ურსულა ფონ დერ ლაინმა ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას უკრაინის, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებზე ილაპარაკა, საქართველო კი პერსპექტივის კონტექსტში მოიხსენია.
ამ სახლში ხმამაღლა თქვეს, რომ უკრაინის მომავალი ჩვენ კავშირშია. და ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ჩენს კავსირშია, მოლდოვას მომავალი ჩვენს კავშირშია და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ევროოკავშირის წევრის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართელოში. ისტორია ახლა ჩვენ გვეძახის, შევავსოთ ჩვენი კავშირი, ასეთ სამყაროშ ჩვენ არ შეგვიძლია უკან მოვიტოვოთ ჩენი მოძმეები. სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, შევავსოთ და გავხადოთ ჩვენი კავშირი, ჩვენ უნდა დავსახოთ გეგმა წარმატებული გაფართების. კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი და ფუნდამენტი ევროკავშირისა. ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და ევროკომისა ყოველთვის დაიცავს ამ პრინციპს, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ოპოზიციისთვის დღევანდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 'ქართული ოცნების" პოლიტიკით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების გზაზე ყველაზე ბოლო ადგილზე არის.