პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მელია ოპოზიციის გაყიდვას არ გამორიცხავს

13.09.23 13:22
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მელია ოპოზიციის გაყიდვას არ გამორიცხავს

ხედავს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ისეთ დეპუტატებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" დაეთანხმებიან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ? - ნიკა მელია ამბობს, რომ ერთის მხრივ ასეთი პოლიტიკოსი ოპოზიციაში არ უნდა არსებობდეს, თუმცა მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა, გამორიცხული არ არის, მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერი დეპუტატების დათანხმება მოახერხოს. 

ანუ, მელია არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 12 დეპუტატი იპოვოს, რომლებიც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ. 

ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი მანკიერებაც იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებაში ეჭვი და არცთუ ისე უსაფუძვლო არსებობს, რომ ე.წ. ამა თუ იმ ოპოზიციონერის მანდატი შესაძლებელია გამოყენებული იყოს, ხელისუფლების სასარგებლოდ. პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რამ მოხდეს, ერთ და ორ ხმაზე არ არის საუბარი და მსგავს მოღალატეობრივ ნაბიჯსაც სჭირდება არაფორმალური რაიმე საფუძველი - ვერ იტყვის 8 და 1- ადამიანი, რომ შემთხვევით ღილაკზე თითი მიეჭირათ, მაშინ პირდაპირ უნდა თქვას მავანმა, რომ მე ავიღე ფული და მე არ მგონია, რომ დღეს პარლამენტში ვინმე მოიძებნებოდეს ოპოზიციის რიგებში, ვინც ამას გაბედავდა, თუმცა იქ სადაც ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება და მძიმე ოლიგარქიული რეჟიმია დამყარებული არაფერი არ არის გამორიცხული", - ამბობს ნიკა მელია.