თუ ოპოზიციიდან ვინმე მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ნიშნავს, რომ ის ოცნებაზე გაიყიდა - სამადაშვილი

13.09.23 13:39
თუ ოპოზიციიდან ვინმე  მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ნიშნავს, რომ ის ოცნებაზე გაიყიდა - სამადაშვილი

გაიყიდება თუ არა ოპოზიციის ნაწილი "ქართულ ოცნებაზე"? - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დროს დეპუტატების გადაწყვეტილება ამის ერთგვარი ლუსტრაცია იქნება.  

"ლელოს" მოსწონს ინიციატივა, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შევიდეს. 

თუ ასეთი რამ მოხდა, რომ ოპოზიცია, ვინმე მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეს ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ, პირდაპირ იყიდა ეს ხმა. მე მომწონს ინიციატივა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ დაესწროს იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს, ან თუ დარბაზში იქნება დატოვოს დარბაზი, რომ შემდეგ არ მოხდეს რაიმე გაუგებრობები", - ამბობს სალომე სამადაშვილი.