ენმ-ს და თუნდაც სტრატეგიას ჯამური მანდატების მიღმა 100-ზე მეტი ხმა არსებობს პარლამენტში - ვაშაძე

13.09.23 13:53
ენმ-ს და თუნდაც სტრატეგიას ჯამური მანდატების მიღმა 100-ზე მეტი ხმა არსებობს პარლამენტში - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს მოსწონს ინიციატივა, რომ იმპიჩმენტის დღეს, ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შევიდეს. 

გიორგი ვაშაძე იქვე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის და თუნდაც სტრატეგია აღმაშენებლის ჯამური მანდატების მიღმა 100-ზე მეტი ხმა არსებობს პარლამენტში: 

ნაციონალური მოძრაობის და თუნდაც სტრატეგია აღმაშენებლის ჯამური მანდატების მიღმა 100-ზე მეტი ხმა არსებობს პარლამენტში, ეს რომ ვიცოდეთ უბრალოდ და მეორე, რომ დიახ ვფიქრობ, რომ კარგი ინიციატივა, რომ არავინ არ შევიდეს პარლამენტში, რომ მერე არ მოხდეს ისე, რომ ხელი მიმეჭირა. მე გეუბნებით ჩემ გუნდზე, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება", - ამბობს გიორგი ვაშაძე.