14 მლნ გაფლანგა სააკაშვილმა ამაზრზენ ვოიაჟებში - როგორ ამართლებს "ოცნება" პრემიერს
"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს, პრემიერის ფრენა ღარიბაშვილს მამამ დაუფინანსა, სიცრუე და ფეიკია. არგუმენტების არქონის გამო, მამუკა მდინარაძე ხელს ისევ წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მსგავს ვოიაჟებში 14 მლნ გაფლანგა.
თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა, ეს დაემართა ნაცმოძრაობას, იმიტომ, რომ სამი დღის განმავლობაში დაალაგეს ფეიკი, სრული სიცრუე, რომ სახელმწიფოს ხარჯით კერძო ფრენა განახორციელა პრემიერმა ღარიბაშვილმა. ეს ტყუილი იყო სამდღიანი, ძალიან მოკლე ფეხები აღმოჩანდა ამ ტყუილს. ამის შემდეგ ადალაგეს ახალი ნარატივი, საიდან ჰქონდა პენსიონერ მამას ეს შესაძლელობა, მაშინ, როდესაც თავად ლაპარაკობდნენ, თვეების განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პრემიერის მამას აქვს ღვინის ქარხანა, სოფლის მეურნების ბიზნესი და ამ დროს გამოჩნდა, როგორც თქვენ მეუბნებით, რომ 14 მლნ-ის ახალი გაფლანგვა სააკაშვილის იმ ამაზრზენ ძველ ვოიაჟებში, - ამბობს მდინარაძე.