ლომჯარია "ნაციონალების" სატელიტია - თავდასხმას მდინარაძეც შეუერთდა

13.09.23 13:54
ლომჯარია "ნაციონალების" სატელიტია - თავდასხმას მდინარაძეც შეუერთდა

ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ დაწყებულ თავდასხმების სერიას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც შეუერთდა.

მდინარაძემ ყოფილ სახალხო დამცველს "ნაციონალების" სატელიტი და დავალებების ერთ-ერთი მთავარი მიმღები უწოდა.

ამხელა ანტიდასავლური აღქმები შეიძლება მართლაც გაჩნდეს იმისგან, რომ "ნაცი" და სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა შეიძლება იყოს დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში? და მისი სატელიტები ეს იქნებიან, ლომჯარია თუ სხვა ადამიანები ესენი როგორ შეიძლება პოზიციონირდებოდნენ, როგორც დასავლელები. დემოკრატია, ეროვნული ინტერესები, ევროპულობა, ამის კონსტიტუციაში ჩაწერა, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და დემოკრატიის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, ეს მათი გადმოცემით და მათი მცდელობით, არის რუსული და ის ავტოკრატია, ის წამება, გაუპატიურება ეს არის თურმე ევროპელობა. ამის გაყიდვას ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში, რაც არასდროს გაუვათ. ნინო ლომჯარია, რომელიც არის სამწუხაროდ ერთ-ერთი მთავარი მიმღები დავალებებისა", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

მმართველმა პარტიამ ლომჯარიას გუშინ "გაქანებული ნაციონალი და აგენტი" ეძახა. დღეს კი კობახიძემ ოპოზიციის არ შემდგარ ე.წ შუაშისტურ პროექტად და ურეიტინგო ნაციონალად  გამოაცხადა.