ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, ბინძური კაპანიაა - კალაძე პრემიერის სკანდალურ ჩარტერზე
პრემიერის სკანდალურ ფრენასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კითხვები არ აქვს. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცაის ბინძურ კამპანიას უწოდებს.
მე ვფიქრობ, ყველა კითხვაზე პასუხი არის გაცემული. დაფინსებას, თუ საიდან ირაკლის მამას აღნიშნული თანხები, ეს ყელაფერი მითითებული იქნება, დარწმუნებული ვარ, დეკლარაციაში, თუმცა აქაც მინდა, უბრალოდ ერთი რამ გითხრათ, როცა თქვენ გჭირდებათ და გინდათ, ე.ი. ირაკლი ღარიბაშვილის მამას მაშინ აქვს ბიზნესები, მაშინ აცხადებთ, ოლიგარქად მოიხსენიებთ კახეთის რეგიონში, როცა თქვენ გჭირდებათ მაშინ ის პენსიონერია და მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩამოყალიბდით, რა მიმართულებას მიყვებით, ნუ აირევით და აიბლანდებით თქვენივე სიბინძურის წარმოწყებულ კამპანიაში, - ამბობს კალაძე.