"მოსამართლემ დაადასტურა, რომ კლანის წევრი არ არის" - გამართლებული აქტივისტები

13.09.23 13:41
"მოსამართლემ დაადასტურა, რომ კლანის წევრი არ არის" - გამართლებული აქტივისტები

ლავროვის შვილის ქორწილი - გამართლებული სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ იმდენად არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მან მათი გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, ეს კი მათი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ მოსამართლე იოსებ აბრამიძე არ არის კლანის წევრი.

მოსამართლემ დაადასტურა რომ არ არის კლანის წევრი და მას არც უნდა გახდეს კლანის დაქვემდებარებაში მყოფი მოქალაქე. ამ სასამართლოს პირობებშიც კი არსებობენ ის მოსამართლეები, რომლებიც არიან ერთგულნი მათი პროფესიული მოვალეობის". - ამბობს აქტივისტი

აქტივისტები ასევე ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ იზოლატორებში უკანონოდ მოუწიათ ჯდომა,  ეს მათ ვერ შეაჩერებთ და ისევ გააგრძელებენ პროტესტის გამოხატვას.

ჩვენ, არცერთი დაკავებული არ ვეთანხმებით იმას, რომ ან სიტყვიერ გაფრთხილებას ვიმსახურებთ ან კაპეზეზე უნდა გაგვეტარებინა ის ღამე. ყველა ის დაკავებების სერია, რაც მოწყობილი აქვს "ქართულ ოცნებას" ეს არის დაშინების, გაჩერების, გაჩუმების მიზნით. მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ შეუძლებელია შეგაშინოს "ოცნების" ამ რაღაც პროპაგანდამ, ან თუნდაც ჯარიმებმა ან ფინანსურმა წნეხმა ან დაკავებებმა და იზოლატორში ღამის თენებამ". - ამბობს აქტივისტი.

ადვოკატი ამბობს, რომ 3 აქტივისტისთვის სიტყვიერი გაფრთხილებაც მიუღებელია, ამიტომ დიდი ალბათობით, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის 16 დაკავებულიდან სასამართლომ 13 სრულად გაამართლა და საქმე შეწყვიტა. სამს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.