"ოცნებას" ვერ ლომჯარიას, ვერ "ლელოს", ვერც პრეზიდენტის "ნაცმოძრობად" გამოცხადება ვერ უშველის - სამადაშვილი

13.09.23 14:18
"ოცნებას" ვერ ლომჯარიას, ვერ "ლელოს", ვერც პრეზიდენტის "ნაცმოძრობად" გამოცხადება ვერ უშველის - სამადაშვილი

"ოცნებას" ვერ ლომჯარიას, ვერ "ლელოს", ვერც პრეზიდენტის ნაცმოძრობად გამოცხადება ვერ უშველის - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის მმართველი გუნდის იერიშს ნინო ლომჯარიაზე.

სამადაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა სახალხო დამცველმა ღირსეულად შეასრულა საკუთარი ვალდებულებები.

ქართული ოცნება ადგას გაკოტრების გზას პოლიტიკურის და ამას ვერც ლომჯარიას, ვერ ლელოს, ვერც საქართველოს პრეზიდენტის და ვერავის სხვის გამოცხადება "ნაცმოძრობად" ვერ უშველის. რაც შეეხება, ჯილდოს, ვულოცავ მე პირადად ნინო ლომჯარიას წარდგინებას, ამ პრესტიჟულ ჯილდოზე, ეს აჩვენებს იმას, რომ ნინო ლომჯარიამ ღირსეულად შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, როგორც ქვეყნის სახალხო დამცველმა", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მმართველმა პარტიამ ლომჯარიას გუშინ "გაქანებული ნაციონალი და აგენტი" ეძახა. დღეს კი კობახიძემ ოპოზიციის არ შემდგარ ე.წ შუაშისტურ პროექტად და ურეიტინგო ნაციონალად  გამოაცხადა.  

თავდასხმას შეუერთდა მამუკა მდინარაძეც და ლომჯარიას "ნაციონალების" სატელიტი და დავალებების მთავარი მიმღები უწოდა.