ხედავენ, რომ გააქტიურდა ლომჯარია და წინასწარ პრევენციას იღებენ, რომ დააზიანონ - მანჯგალაძე

13.09.23 14:23
ხედავენ, რომ გააქტიურდა ლომჯარია და წინასწარ პრევენციას იღებენ, რომ დააზიანონ - მანჯგალაძე

"ოცნების" იერიში ნინო ლომჯარიაზე  - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ყოფილი სახალხო დამცველის გააქტიურება მმართველ გუნდს არ მოსწონს და წინასწარ  პრევენციას იღებენ, რომ დააზიანონ.

მანჯგალაძის თქმით, "ოცნება" ცდილობს ყველა ადამიანი, ვინც ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერია გამოაცხადონ ქვეყნის მტრად.

მათ ეშინიათ ყველა პროდასავლურად განწყობილი ადამიანის, პროდასავლური ნიშნავს პროქართულს და ნინო ლომჯარია ნამდვილად უჭერს ევროატლანტიკურ კურსს მხარს და შესაბამისად ყველა ადამიანი, ვინც ამ კურსის მხარდამჭერია გამოაცხადონ ქვეყნის მტრად. ეს არის რუსული საქმე, რუსული თამაში. ხედავენ, რომ აქტიურია, გააქტიურდა ნინო ლომჯარია და წინასწარ პრევენციას იღებენ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ თავიანთი მხარდამჭერები", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მმართველმა პარტიამ ლომჯარიას გუშინ "გაქანებული ნაციონალი და აგენტი" ეძახა. დღეს კი კობახიძემ ოპოზიციის არ შემდგარ ე.წ შუაშისტურ პროექტად და ურეიტინგო ნაციონალად  გამოაცხადა.  

თავდასხმას შეუერთდა მამუკა მდინარაძეც და ლომჯარიას "ნაციონალების" სატელიტი და დავალებების მთავარი მიმღები უწოდა.