პრემიერის მერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე ერთადერთი სწორი პასუხი იმპიჩმენტია - სამადაშვილი

13.09.23 13:42
პრემიერის მერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე ერთადერთი სწორი პასუხი იმპიჩმენტია - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამდაშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერმა თანამდებობდა ბოროტად გამოიყენა. საქმე ეხება ღარიბაშვილის სამტავორბო თვითმფრინავით აშშ-ში გამგზავრებას, რომელიც თითქოსდა მისმა მამამ დააფინანსა.

ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ამ ქმედებაზე ერთადერთი სწორი პასუხი პრემიერის იმპიჩმენტია. 

ჩვენ გვიბედავენ და გვეუბნებიან, რომ ღარიბაშვილის პენსიონერ მამას აქვს შესაძლებლობა, დაიქირავოს ჩარტერულად სამთავრობო თვითმფრინავი და აქვე გვატყუებენ, ღირებულებასთან დაკავშირებით და ასევე, აბსოლუტური ტყუილია, რომ ღარიბაშვილმა ბოროტად არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა, როდესაც კერძო მიზნებისთვის, თავისი შვილის გასასეირნებლად ამერიკაში მისცა საკუთარ თავს ნებართვა, გამოეყენებინა სამთავრობო ბორტი. ამიტომ არის, რომ „ლელოს“ მიაჩნია, რომ პრემიერის იმპიჩმენტი ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი. ნებისმიერი ევროპულ სახელმწიფოში ღარიბაშვილი უკვე გადამგარი იქნებოდა თანამდებობიდან, - ამბობს სამადაშვილი.