ალბათ მომავალში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - კალაძე ლომჯარიაზე

13.09.23 13:59
ალბათ მომავალში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - კალაძე ლომჯარიაზე

სად წარადგინეს? ალბათ მომავალში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ლომჯარიასა და ქართველი ხალხის სახაროვის პრემიაზე წარდგენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა.

მმართველმა პარტიამ ლომჯარიას გუშინ "გაქანებული ნაციონალი და აგენტი" ეძახა. დღეს კი კობახიძემ ოპოზიციის არ შემდგარ ე.წ შუაშისტურ პროექტად და ურეიტინგო ნაციონალად  გამოაცხადა.  

თავდასხმას შეუერთდა მამუკა მდინარაძეც და ლომჯარიას "ნაციონალების" სატელიტი და დავალებების მთავარი მიმღები უწოდა.