კახა კალაძე პრეზიდენტის გადასაყენებელად საჭირო ხმების რაოდენობის მოგროვებას არ გამორიცხავს
"ოცნების" გენერალური მდივანი პრეზიდენტის გადასაყენებელად ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვებას არ გამორიცხავს. კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, რაც უცხოელების თვალშიც ცუდად ჩანს.
ეს დეპუტატების გადასაწყვეტია, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს ქვეყანა და აქვს პატივისცემა კონსტიტუციის მიმართ - ჩვენ, მაღალი თანამდებობის პირებმა და პოლიტიკოსებმა, პირველებმა უნდა ვცეთ პატივი კანონს, კონსტიტუციას და ქვეყანას. ცუდია, დამაზიანებელია, უცხოელების თვალშიც ძალიან ცუდად ჩანს, რომ მაღალი თანამდებობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.