"ოცნება" დასავლეთს რუსეთის ენაზე ელაპარაკება - სალომე სამადაშვილი
"ოცნება" დასავლეთს რუსეთის ენაზე ელაპარაკება, - ასე აფასებს "ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი კახა კალაძის განცხადებას. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" ახალ გზავნილს ამზადებს, თითქოს დასავლეთმა საქართველო მიატოვა.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშევრდომები ესაუბრებიან დასავლეთს იმ ენით, რა ენითაც დასავლეთს ესაუბრება, მაგალითად, რუსეთი, იმიტომ, რომ ეს ხალხი ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს. ევროკავსირის და ნატოს კარი იმიტომ კი არ რჩება დახურულად, რომ ჩვენ გვყავს კორუმპირებული მღავრობა, რომელიც არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ჩვენთვის ეს კარებები გაიხსნას, არამედ ჩვენ მიგვატოვა დასავლეთმა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ გზავნილი და ამისთვის ემზადება კალაძე და ამას ნიშნავს მისი მსგავსი განცხადებები ნატოსთან მიმართებაში, - ამბობს სამადაშვილი.
კახა კალაძემ დღეს ნატოს, ფაქტობრივად, უთხრა, რომ მათ არ აქვთ ერთი ადგილი, რომ საქართელო ალიანსში მიიღონ.