"მარგარიტა სიმონიანის ტექსტებით საუბრობენ" - ხიდაშელი კალაძის განცხადებაზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ოცნების" განცხადდებებს რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებებს ადარებს. საქმე ეხება კახა კალაძის ნატოსადმი მიმართვას, სადაც ის, ფაქტობრივად, ალიანსს ეუბნება, რომ მათ საქართელოს ნატოში მსიაღებად ერთი ადგილი არ აქვთ.
თინა ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება ახლა ცდილობს საკუთარი მარცხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნატოს და ევროკავშირს გადააბრალოს.
უზრდელობაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა, მაგრამ ამასობაში ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ერთში, სიტყვა-სიტყვით იმეორებენ რუსულ ნარატივს, რაც გასაკვირი არ არის და მათ ძალიან დასჩემდათ და უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. პირდაპირ საუბრობენ მარგარიტა სიმონიანის ტესტებით. მეორე, ასეთი განცხადებებით ხელს უწყობენ მხოლოდ და მხოლოდ ნიჰილიზმის გაღვივებას ქვეყანაში, საკუთარი ამომრჩევლის... სრულიად ერთმნიშვნელოვანია ევროკავშირის პოზიცია, ისინი მზად არიან, ისევე, როგორც მოლდოვას და უკრაინის შემთხვევაში,მზად იყვნენ ერთი წლის წინაც, მიეცათ სტატუსი საქართელოსთვის, მაგრამ საქართელო როდესაც მუდმივად უარს აცხადებს ელემენტალური ემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის შესრულებაზე, ჩვენგან ეს ხდება პრობლემური. მათი ამოცანა არის საკუთარი მარცხი ახლა გაყიდონ როგორც არა „ქართული ოცნების“ მარცხი, არამედ ევროკავშირის ან ნატოს მიერ საქართველოს მიუღებლობა, - ამბობს ხიდაშელი.