რატომ გაღიზიანდით? - ლომჯარია კობახიძეს და კალაძეს მიმართავს

13.09.23 15:25
რატომ გაღიზიანდით? - ლომჯარია კობახიძეს და კალაძეს მიმართავს

თქვენ თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით? - ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეს და კახა კალაძეს მიმართავს და მის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" იერიშს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით პასუხობს.

"ამ ნომინირებით ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის წარდგენილია ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯილდოზე და "ქართული ოცნების" ლიდერები ამის გამო აგრესიას ვერ მალავენ.

Irakli Kobakhidze Kakha Kaladze თქვენ თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?" - წერს ლომჯარია.  

შეგახსენებთ, ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა.

"სად წარადგინეს? ალბათ მომავალში ნობელის პრემიაზე წარადგენენ", - ასე გამოეხმაურა კალაძე ნომინირების შესახებ დასმულ კითხვას.

მმართველმა პარტიამ ლომჯარიას გუშინ "გაქანებული ნაციონალი და აგენტი" ეძახა. დღეს კი კობახიძემ ოპოზიციის არ შემდგარ ე.წ შუაშისტურ პროექტად და ურეიტინგო ნაციონალად  გამოაცხადა.  

თავდასხმას შეუერთდა მამუკა მდინარაძეც და ლომჯარიას "ნაციონალების" სატელიტი და დავალებების მთავარი მიმღები უწოდა.