მთავრობის დეზინფორმაციის თანამონაწილე ვერ გავხდებოდით - "OC Media"

13.09.23 15:44
მთავრობის დეზინფორმაციის თანამონაწილე ვერ გავხდებოდით - "OC Media"

რატომ არ გამოქვეყნა "OC Media"-მ შალვა პაპუაშვილის სტატია - "პირველებთან" განმარტება ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამოცემის რედაქტორმა გააკეთა. რობინ ფაბრო პირდაპირ ამბობს,  რომ პაპუაშვილის მიერ დაწერილი სტატია დეზინფორმაციას შეცავდა და მისი გამოქვეყნება კი მკითხველის მოტყუებას ნიშნავდა.

რედაქტორი  დონორების რეაქციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისინი პარალემენტის თავმჯდომარის მოთხოვნით დაფინანსება შეეწყვიტათ გამოცემისთვის, გაოცებულები იყვნენ.

ჩვენი მიზანია, ადეკვატურად გამოვხატოთ ყველა მხარის პოზიცია, მათ შორის, საქართველოს მთავრობისაც, თუმცა მთავრობის მტრული დამოკიდებულება ამას ხშირად ართულებს. ისინი ჩვენი ჟურნალისტების კითხვებსაც კი არ პასუხობენ. პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნას სერიოზულად მივუდექით, მაგრამ ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები, რა უნდა გამოვაქვეყნოთ. რა ტქმა უნდა, მივესალმებით განსხვავებულ აზრს, მაგრამ გვინდა, რომ ყველაფერი ფაქტობრივად გადამოწმებული იოს, პასუხობდეს ჩვენს ღირებულებებს და იდეებს. პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი სტატისს გამოქვეყნება პრივილეგია იქნებოდა. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ პაპუაშვილის მოსაზრებები გულწრფელი იყო. საქართელოს მთავრობა დასავლეტს ლანძღავს და აგრესიულია, განსაკუთრებით ქართულ ენაზე, შემდეგ კი ევროპულ მედიასთან მიდის და სულ სხვა გზავნილები აქვს. მთავრობის დეზინფორმაციის მონაწილედ ჩვენ ვერ ვიქცეოდით, ამიტომ ვთხვით უარი გამოქვეყნებაზე, შემდეგ პაპუაშვილის ოფისმა დონორებს მიმართა. ეს, რა თქმა უნდა, ზეწოლის და გაჩუმების მცდელობაა. ისინი ხედდავენ, რომ დამოუკიდებლები ვართ, მათ დღის წესრიგს არ მივყვებით და ვერც მტავორბის ინტერესებისთვის გამოგვიყენებენ, ამიტომაც უნდოდათ ჩენთვის ფინანსები გაჩერება, რომ ვეღარ შეგვძლებოდა მუშაობის გაგრძელება. ეს, უბრალოდ, შეტევაა თავისუფალ სიტყვაზე. დონორები გაოცებულები იყვნენ, მე მეტის თქმა არ შემიძლია, - ამბობს რობინ ფაბრო. 

კრიტიკულ გამოცემის მიმართ სადამსჯელო ოპერაციის ორგანიზატორი ამჯერად შალვა პაპუაშვილია. პარლამენტის თავმჯდომარეს მის მიერ დაწერილი სტატიის გამოქვეყნებაზე „OC„ მედიამ უარი უთხრა. შალვა პაპუაშვილი გაბრაზდა, ორგანიზაციის დონორებთან სათითაოდ წერილები გააგზავნა და იმ საერთაშორისო მედიის დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა, რომლის კრიტიკული აზრიც არ მოსწონს.