როგორ შეიძლება, საქართველოდან რომელიმე პოლიტიკოსმა შეძლოს დონორებზე ზეწოლა - მდინარაძე "OC Media"-ზე

13.09.23 15:52
როგორ შეიძლება, საქართველოდან რომელიმე პოლიტიკოსმა შეძლოს დონორებზე ზეწოლა - მდინარაძე "OC Media"-ზე

"ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შალვა პაპუაშვილმა "OC Media"-ს დონორებს მიმართა, სუბიექტუროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ დონორზე ზეწოლას საქართველოდან ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებდა. 

აქაც როგორც ჩანს, მე მართლა არ ვიცი დეტალები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მოცემულობა იყო და როდესაც ცალმხრივია, სუბიექტურია და ამის რაღაც კონკრეტული მიზეზები, მაგალითები და მტკიცებულებები არსებობს. მიზეზებს გამორკვევა და მტკიცებულებებს წარდგენა უნდა იმათთან, მაგალითად, ვინც ამას აფინანსებს. მე ხომ არ ვიცი ეს ამბავი, უბრალოდ, ასეთი წარმოდგენა მრჩება შალვას ამ ქმედებასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ მის ობიექტურობაში შალვას ხასიათიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკოსის და როგორც ადამიანის, რომ ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დონორს სცოდნოდა სუბიექტურობის შესახებ, შემდეგ დონორის გადასაწყვეტია, როგორ შეიძლება საქართველოდან ვინმემ, რომელიმე პოლიტიკოსმა შეძლოს დონორებზე ზეწოლა", - თქვა მდინარაძემ. 

კრიტიკულ გამოცემის მიმართ სადამსჯელო ოპერაციის ორგანიზატორი ამჯერად შალვა პაპუაშვილია. პარლამენტის თავმჯდომარეს მის მიერ დაწერილი სტატიის გამოქვეყნებაზე „OC„ მედიამ უარი უთხრა. შალვა პაპუაშვილი გაბრაზდა, ორგანიზაციის დონორებთან სათითაოდ წერილები გააგზავნა და იმ საერთაშორისო მედიის დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა, რომლის კრიტიკული აზრიც არ მოსწონს.