"ქოცურ" ბინძურ თამაშში არ შევალთ - გია ბარამიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დღეს ენმ პარლამენტში არ შევა

13.09.23 16:10
"ქოცურ" ბინძურ თამაშში არ შევალთ - გია ბარამიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დღეს ენმ პარლამენტში არ შევა

"ქოცურ" ბინძურ თამაშში არ შევალთ - გია ბარამიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დღეს ენმ პარლამენტში არ შევა.

ბარამიძემ " ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "დღის ამბებში" ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არის "ოცნების" შიდა თამაში და ნაციონალური მოძრაობა სრულიად გაემიჯნება ამ საკითხს.

ენმ-ს ლიდერი თქმით, "ოცნებამ" ისე შორს გაუტია რუსეთისკენ რომ ზურაბიშვილსაც დისკომფორტი შეექმნა, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეა და სურს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ევროპაში შესაბამის პირებთან მისასვლელი პირი ჰქონდეს.

ბარამიძის თქმით, ივანიშვილების და ღარიბაშვილების ბოლო წითელი მოედანია და სწორედ ასეთ დასასრულს უწინასწარმეტყველებს მათ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის ქოცების შიდა ბინძური თამაშები. თქვენ გახსოვთ რომ ზურაბიშვილი არჩევნების უხეშად გაყალბების გზით დასვეს ამ თანამდებობაზე ქოცებმა. ყველას გვახსოვს ივანიშვილის შეშინებული, გაფითრებული სახე, როგორ ჰპირდებოდა იგი ხალხს ერთ წელიწადში ყველაფერს გამოასწორებს, რომ ეს ადამიანი იდეალურია და ასეთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს ქვეყანას და მისი სახე საერთოდ გააქრეს მეორე ტურში საარჩევნო ბანერებიდან. ეს ყველას კარგად გვახსოვს. ეს ადამიანი მათ მიერაა დანიშნული და ახლა ისე შორს გაუტიეს რუსეთისკენ რომ ამ ადამიანსაც დისკომფორტი აქვს ამ თვალსაზრისით, რადგანაც ბოლო-ბოლო საფრანგეთის მოქალაქეა და ელემენტარულად, როდესაც ამ თანამდებობას დატოვებს, დე-ფაქტოდაა ეს ადამიანი პრეზიდენტი და ამას ჩვენ ვხედავთ, მაგრამ მისი გადმოსახედიდად, მას უნდა რომ ვინმესთან მისასვლელი პირი ჰქონდეს და ვინმე ევროპაში თვალებში შეხედოს. ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ ვინმეს უნდოდეს რუსეთის წუმპეში სიარული. ამასწინ ვნახეთ ერთ-ერთი ქოცი პროპაგანდისტი, როგორ ყელეყელაობდა წითელ მოედანზე, ივანიშვილები, ღარიბაშვილების, რუსული მაფიის ქართული ფილიალის ბოლო არის ეგ, მანდ მოუწევთ წასვლა, მანამდე კი შვილებს იქ უშვებენ სასწავლებლად სადაც თურმე ცუდია, იქ დადიან დასასვენებლად, სადაც თურმე ცუდია. ამიტომ ეს არის მათი ბინძური თამაშები, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი, ვინც კი სერიოზული ოპოზიციური ძალა არის მონაწილეობას არ მიიღებს. არ ვაპირებთ კიდევ ერთხელ; ვიმეორებ ამ ბინძურ პროცესში მონაწილეობას და არც დარბაზში შესვლა და არც სხვა რაიმე პროცედურაში მონაწილეობას, ამიტომ ვინმესთის თუ რამე გაუგებარია გაარკვიონ. ჩვენი პოზიცია არის შეხება არ გვექნება ამ შიდა ქოცურ თამაშებში". - ამბობს გიორგი ბარამიძე.

ბარამიძემ "დღის ამბებში" ასევე ხაზგასმით თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კონტექსტში, სააკაშვილის თემით ვაჭრობას არავისთან აწარმოებს და იმასაც ამბობს, რომ ამ საკითხზე ფარულ მოლაპარაკებებს ენმ არავისთან აწარმოებს.

"ჩვენ შეწყალების საკითხით არავისთან არ ვვაჭრობთ, შეწყალება არის სალომე ზურაბიშვილის მოვალეობა და თუ ამას არ გააკეთებს, შესაბამისად მისი ეს სიტყვები, რომ თითქოს მას უნდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არ იქნება ჩვენთვის დამაჯერებელი, ისევე როგორც უცხოელებთან კონტაქტის დროს არ დასვამს საკითხს ივანიშვილის რეჟიმის და პირადად ივანიშვილის დასანქცირების საკითხს". - განაცხადა ბარამიძემ.