ენმ-ში არ გამორიცხავენ, რომ პრემიერის სკანდალის გადასაფარად, სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრან
აღძრავს თუ არა "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალ საქმეს - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე არაფერს გამორიცხავს.
როგორც პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, პრემიერ-ღარიბაშვილის ჩარტერის გასაიდუმლოებული ამბის გახეთქვის შემდეგ, ქართული ოცნება შეშინებულია.
მისი თქმით, იმ პირობებში, როცა პროკურატურას ხელისუფლება აკონტროლებს, არაფერის გამორიცხული.
საქართველოს მოღალატეების ძალიან შეშინებულები არიან, იმიტომ რომ ღარიბაშვილის ეს ვოიაჟი, პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს აკმაყოფილებს, ეს ადამიანი დღეს არა ქვეყნის პრემიერ მინისტრი, არამედ უკვე დაკავებული უნდა იყოს. ახლა ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გადაფარონ.
მათ ეს არ გამოუვათ - მთელი ამ 11 წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის "მილიარდებს" ეძებენ, ეძებენ და ვერაფერიც ვერ მოძებნეს... ესენი ყველაფერს იკადრებენ, სანდრას აბრალებდნენ, რომ ორგანოებით ვაჭრობდა, იგონებდნენ და საქმის შეთითხნას რა უნდა, ამათ ჯიბეშია პროკურატურა, ამათ ჯიბეშია სასამართლო და რასაც უნდათ იმას მობოდავენ, ოღონდ რამენაირად თავიანთი ეს მხილება გადაფარონ", - ამბობს გიორგი ბარამიძე.
"ქართული ოცნება" დილიდან ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მსგავს ვოიაჟებში 14 მლნ გაფლანგა. დედაქალაქის მერის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის ფრენებით. კალაძე ამტკიცებს, რომ რეისებში ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა.