ვინ განიხლავს პრეზიდენტის გადაყენების საქმეს?
ვინ განიხლავს პრეზიდენტის გადაყენების საქმეს? - ქვეყნის მთავარი სასამართლო, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე გადაწყვეტილება ერთ თვეში უნდა მიიღოს, "ოცნების" ყოფილი წევრებით და მხადამჭერებით არის დაკომპლექტებული. ამ შემადგენლობაში ხელისუფლების ყოფილი წევრი და იდეოლოგი მანანა კობახიძე, გენერალ თეტრაძის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი, "ოცნების" მხადამჭერი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ევა გოცირიძე და მთავარი - თავმჯდომარე მერაბ ტურავა არიან. ტურავა ის მოსამართლეა, რომელიც პოლიტიკურად მოტივრებული საქმეების გასაჭიანურებლად, მაშინ როცა ხლეისუფლებას აწყობდა, კლინიკაშიც კი წვებოდა და სასამართლო პროცესებს დებდა.
ყოფილ მოსამართლეებს და მესამე სექტორს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.
პლენუმის უმრავლესობა, მოსამართლეები, ისინი არიან დაკავშირებული ამერიკის მიერ დასანქცირებულ მოსამართლე ჩინჩალაძესთან და მის კორუფციულ სინდიკატთან, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ჩინჩალაძე, როგორც ივანიშვილის პირდაპირი პროვაიდერი და წარმომადგენელი, შესრულდეს პარტიული დავალება „ქართული ოცნების“ და დასკვნა იყოს დადებითი საკონსტიტუციო სასამართლოსი, არის ძალიან მაღალი, - ამბობს ზაზა თავაძე.
"სასამარლო გუშაგის" თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტება "ოცნებასთან" დაახლოებული მოსამართლეეებით ხდებოდა.
წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების პოლიტიკა იყო იმგვარი, რომ ოველთვის ცდილობდნენ შესაბამისი სუბიექტები, ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში და ე.წ. კლანი, რომ იქ ჰყოლოდათ არმომადგენელი და მათთვის ნდობით აღწურვილი პირი. ამს მაგალითია, ხვიჩა ქიტუაშვილი, ასევე როინიშვილი, რომლებიც საერთო სასამართლოების მოსამართლეები იყვნენ და როლებიც მხარდაჭერილები იყვნენ, საბოლოო ჯამში, ე.წ. კლანის მხრიდან, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაასკვნის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პარლამენტი ორი კვირის განმავლობაში ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოსამზადებელ პროცესს დაიწყებს.