ჩუბინიძეს ძალიან რთულად აქვს საქმე - მაია მწარიაშვილი

13.09.23 17:46
ჩუბინიძეს ძალიან რთულად აქვს საქმე - მაია მწარიაშვილი

თბილისის ყოფილი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის ჩარტერული რეისის ირგვლივ გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს საბრალდებო სკამზე ჯდომა მოუწიოს. 

მაია მწარიაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძეს "ყველაზე რთულად აქვს საქმე".  

მინდა დაგარწმუნოთ, რომ აბზორ ჩუბინიძეს ყველაზე რთულად აქვს საქმე და მარტივად არ აქვს საქმე, იმიტომ ვამბობდი, რომ აქ ამბავი იწყება თვითონ ამ თვითმფრინავის განკარგვიდან, როგორ განიკარგა ეს თვითმფრინავი, სწორად თუ არასწორად, რეგულაციები უნდა არსებობდეს, წესები უნდა არსებობდეს, რომ ჩუბინიძეს შეეძლოს ეს თვითმფრინავი კერძო მიზნებისთვის განკარგოს, იმიტომ, რომ საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპები, ნებადართულია ის რაც ნებადართულია, ამიტომ ნორმატიული აქტები უნდა ვნახოთ, სადაც გაწერილია, როგორ შეუძლია კერძო პირებზე გაქირაოს, იქაც ხომ არ დაირღვა რამე, უფრო ხელსაყრელ პირობებში ხომ არ იყო პრემიერი ამ დროს და მთელი ამბებია აქ - ფინანსური მხარე როგორ, ვინ, როგორ იჯავშნება, რანაირად, ბევრი რამეა სანახავი, პირველ რიგში ნორმატიული აქტები, რომელიც გარწმუნეთ არ იარსებებს.

 მინდა ასე გავაქირავებ და ვინ ისე გავაქირავებ, ამის უფლება სად წერია,? - სად წერია, რომ შეიძლება იმას მიაქირაოს... მერე ამ დროს როდესაც ბიზნეს ფრენებს აქირავებენ ამ ბორტს თუ აქირავებენ ეჭვი მეპარება, ისევ ბორტი ნომერი ერთი ემსახურება ანუ იმ ბორტსაც ქირაობს ხომ, იმიტომ არის, რომ ის ბორტი ემსახურება ასეთ უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირების ვოიაჟებს ხოლმე, ამიტომ აქ ძალიან ბევრი რამ არის რაც უკავშირდება სამოხელეო დანაშაულს, იქიდან არ ყველაფერი სანახავი და ბოლო ჩავალთ, სწორედ ამ ფულთან, რამდენად კანონიერი და დასაბუთებულია ეს ფული, თუ კი ვინმემ გადაიხადა", - ამბობს მწარიაშვილი.

პრემიერი სკანდალურ ჩარტერთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ღარიბაშვილის შთამბეჭდავი ხარჯები მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა აანაზღაურა.  

პრემიერის ჩარტერულ რეისზე ჟურნალისტური გამოძიება  "შაბათის ეთერში" 9 სექტემბერს გავიდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აგვისტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

პრემიერ მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად სამთავრობო ბორტით გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ კი აშშ-ში სხვა რეგულარული რეისით.

დადგენილია ისიც, რომ თვითმფრინავი, რეისის განხორციელების შემდეგ, საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთი კვირის განმავლობაში იცდიდა მიუნხენის აეროპორტში იმ მიზნით, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. რაც შეეხება სამთავრობო ბორტის ეკიპაჟის წევრებს, მოხდა მათი მიუნხენში ორჯერ ჩაყვანა და საქართველოში დაბრუნება.