უცნაურია, როდესაც ადამიანი რჩება პარტიაში და მას ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ ესხმის თავს - ბოკუჩავა მელიაზე

13.09.23 17:18
უცნაურია, როდესაც ადამიანი რჩება პარტიაში და მას ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ ესხმის თავს - ბოკუჩავა მელიაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ რჩება ნიკა მელია პარტიაში, რომელსაც ასე გამუდმებით აკრიტიკებს.

თინა ბოკუჩავას თქმით, მელიას უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის ამგვარი გაუჩერებელი თავდასხმებით ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს.

ძალიან უცნაურია, როდესაც ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ და გამუდმებით ესხმის თავს. არსებობს მნიშვნელოვანი ზღვარი კონსტრუქციულ კრიტიკასა და საჯარო ლანძღვას შორის. უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის ამგვარი მუდმივი, გაუჩერებელი თავდასხმებით ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.