მიუწერია თუ არა სააკაშვილის ციხიდან წერილები და ჰქონია თუ არა ურთიერთობის აღდგენის მცდელობა? - რას ამბობს ბოკერია
ჰქონდა თუ არა სააკაშვილს პატიმრობის პერიოდში ბოკერიასთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა - "ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამ საკითხზე საკმარისზე მეტი გახდა ცნობილი და არ აპირებს დამატებით იმაზე მეტი ისაუბროს, რაც პოლიტიკოსმა კაკო ბობოხიძემ თქვა.
ბოკერიას თქმით, ის ემიჯნება ვინმეს უპირობო ლიდერად ყოფნის ფაქტორს, ამბობს რომ მისგანაც ამას მოითხოვდნენ სააკაშვილთან მიმართებაში და მისი თქმით, სწორედ ეს იქცა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ მოტოდ.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ უპირობო ლიდერები არსებობენ მხოლოდ ავტორიტარულ და პუტინისტურ ქვეყნებში და მაგალითად მოჰყავს ასევე ბიძინა ივანიშვილიც.
მე მგონი რაც საჯაროდ ცნობილია საკმარისზე მეტია, არაფრის შემატებას არ ვაპირებ. უბრალოდ ამ ყველაფერში თქვენ გამოტოვეთ სააკაშვილის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც სულ იყო მისი გზავნილი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მოტოდ იქცა, რომ ყველასთან ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ყველანი აღიარებენ მას (სააკაშვილს ) უპირობო ლიდერად. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ჩვენს წინა თემას და იდეაში, რომლის გამოც გაიყო ჩვენი გზები. კრიტიკას მივიღებ იმ მიმართულებით, რომ ეს საკითხი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო ჩემი მხრიდან. უპირობო ლიდერები არსებობენ მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში, პუტინისტურ ქვეყნებში. აი ივანიშვილი არის უპირობო ლიდერი კობახიძისთვის და ამათთვის, რაც არ უნდა ქნას, სულ უპირობო ლიდერი იქნება. "ნაციონალური მოძრაობის წევრების ფრაზა, რომელსაც უკან დაინტეგრირებულები ხმარობენ, აი მაგალითად უგულავა, არის ლუსტრაცია. როდესაც ეს გზები გაიყო, უგულავა ასე თვლიდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, როცა სწრაფ წარმატებას ვერ მიაღწია და ეგ დიდი სირცხვილია. უპირობო რას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა თქვას, მაინც უნდა გაჰყვე ბელადს. ეს არის კატასტროფა, ეგრე ქვეყანა ვერ აშენდება. და ეგ იმას ნიშნავს, რომ ხალხმა, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, ჩვენი საერთო ჩავარდნებიდან დასკვნა ვერ გამოიტანა, უფრო სწორად სრულიად საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს და ივანიშვილში ხედავენ მაგალითს იმისას, როგორ უნდა იყვნენ მერე თვითონ". - აცხადებს ბოკერია.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას ციხიდან წერილი მისწერა.