დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ

13.09.23 19:03
დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ

რა მოხდა ბიძინა ივანიშვილსა და დავით ხიდაშელს შორის. როგორც ჩანს ივანიშვილის კარზე შიდა ოლიგარქიული გარჩევებია. ერთ დროს ოლიგარქის ნდობით აღჭურვილ ბიზნესმენს რაჭის ტყეებს ართმევენ. გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიისთვის მიწების  მიღება-ჩაბარების პროცესი შეაჩერა.

ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულებები. თავად დავით ხიდაშელი ამბობს, რომ უცხოეთშია და კომენტარს არ აკეთებს იმ ფაქტზე, რომ მისთვის გადაცემული ათეულობით ჰექტარი ფართობი, სადაც სამონადირეო მეურნეობა უნდა გაშენებულიყო, მისი აღარ არის. 

რატომ ართმევენ ტერიტორიებს ერთ დროს ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ ბიზნესმენს - დეტალებით ერთ საათში "ცენტრალურ გამოშვებაში".