სერგეენკოს მანდატი არ გაუუქმეს, რადგან იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს - ელისაშვილი
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" აცხადებს, რომ დავით სერგეენკოსთვის "ოცნებამ" მანდატის გაუქმება იმიტომ გადაიფიქრა, რომ მათთვის ახლა თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი აქვთ, რომ სერგეენკო პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს.
სერგეენკოსთვის მანდატი რომ გაეუქმებინათ, დაკარგავდნენ ერთ ხმას პარლამენტში, იმიტომ რომ სერგეენკო მაჟორიტარია და მაჟორიტარს სიით ვერავინ ვერ ჩაანაცვლებდა. როგორც ჩანს მაინც აქვთ იმედი, რომ სერგეენკო პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს. მე ამაში ეჭვი აღარ მეპარება, ისე ემთხვევა დროში ყველაფერი. ეს ფაქტი ამას ადასტურებს, რომ როგორც კი იმპიჩმენტზე დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" საუბარი, სერგეენკოს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ველოდით, სერგეენკოს მანდატი არ გაუუქმეს. მისი გაშვება უნდოდათ, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან, როგორც ჩანს იმპიჩმენტისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი". - განაცხადა ელისაშვილმა.