მელია არ გამორიცხავს, ენმ-ს დეპუტატთა ნაწილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს - ახალი დაპირისპირება პარტიაში

13.09.23 20:01
მელია არ გამორიცხავს, ენმ-ს დეპუტატთა ნაწილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს - ახალი დაპირისპირება პარტიაში

 

ვის იყიდის "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად. პრეზიდენტისა და ნიკა მელიას შეხვედრის შემდეგ ისრები "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში გასული დეპუტატებისკენ წავიდა. პარტია ვერ დებს პირობას, რომ ვინმე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მომხრე არ იქნება. პარლამენტში დიდი ფულის ტრიალზე ალაპარაკდნენ. ახალ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებული ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე არც პარტიიდან წასვლას აპირებს და არც პოლიტიკურ განულებას ელოდება

პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა მელიამ თქვა, რომ პარტიაში ქაოსია და ვითარებას ვერც არაფორმალური მმართველები აკონტროლებენ. 

"წადი პარტიიდან" - ნიკა მელიას სკანდალური განცხადებებს  ნაცმოძრაობის ცენტრალური ოფისიდან უპასუხეს. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება პარტიის ახალი მენეჯმენტისთვის  ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ნიკა მელია კი არსად მიდის.პირიქით, ფიქრობს, რომ ამომრჩეველთან  ძალიან ახლოს დგას. რა სტატუსით შეხვდა მელია ზურაბიშვილს. პარტიის მოქმედი შეფი ათონელის სასახლეში არ მიუწვევიათ, ყველაზე დიდი ხანი, თითქმის ორი საათი ორბელიანების რეზიდენციაში ნაცმოძრაობის ექს შეფი და პრეზიდენტი საუბრობდნენ. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.