აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე ანზორ ჩუბინიძე - ვინ აგებს პასუხს პრემიერის სკანდალურ რეისზე

13.09.23 20:08
აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე ანზორ ჩუბინიძე - ვინ აგებს პასუხს პრემიერის სკანდალურ რეისზე

 

აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი. ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც პრემიერის დიდი სკანდალის  გაპრავება საკუთარ თავზე აიღო, შესაძლოა, დიდ შარში აღმოჩნდეს. თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი "პირველებს" უყვება, რომ  ირაკლი ღარიბაშვილის გადარჩენის მიზნით გაკეთებული ყველა განცხადება ობიექტური გამოძიების შემთხვევაში,  ჩუბინიძის, როგორც სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის მთავარი ფიგურანატის  წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

 შარშია ირაკლი შოთაძეც. თუ  ქვეყნის პროკურორი  პრემიერის სკანდალური ფრენების შესახებ გამოძიებას არ დაიწყებს,თავად ჩაიდენს დანაშაულს.  რაც დრო გადის,  ვერსიებში ჩაკარგული მთავრობის განცხადებები სულ უფრო მეტ კითხვას და სულ  უფრო მეტი  შესაძლო დანაშაულის ნიშნებს აჩენს.  ამ დრომდე, არ ვიცით როგორ გადაუხადა პენსიონერმა  ღარიბაშვილმა პრემიერ შვილს  ამერიკული არდადეგების ფული. მთავრობის მეთაურის მამას მართალია არ აქვს ვალდებულება შეავსოს   დეკლარაცია, მაგრამ მან უნდა გაასაჯაროვოს შემოსავლები რომ ხალხმა გაიგოს- საიდან ამდენი ფული.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.