ქუჩური წესებით საქმის გარჩევა ევროკავშირთან - "ოცნებამ" ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა
ქუჩური წესებით საქმის გარჩევა ევროკავშირთან. "თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ, მიიღეთ საქართველო ნატოში- "ქართულმა ოცნებამ" ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ივანიშვილის პარტია ლანძღვიდან უკვე ბილწსიტყვაობაზე გადავიდა. საქმის გარჩევა პრეზიდენტ ბაიდენთან, მაკრონთან, გერმანიის კანცლერთან და ალიანსის სხვა ლიდერებთან დღეს კახა კალაძემ დაიწყო. "ქართულ ოცნებას" ახალი ნარატივი აქვს - თითქოს ლოდინით დაიღალნენ და ამიტომ საქმე ლამის ევროკავშირის გინებამდეა მისული.
კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს რომ იმ კარში გოლი გაიტანო -კალაძეს თავისივე სიტყვებით დღეს იაგო ხვიჩიამ უპასუხა. ოპოზიციის ნაწილს კი თბილისის მერმა მარგარიტა სიმონიანი და მისი რიტორიკა გაახსენა. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების ამ სტილში საუბარი ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს სულ უფრო ამცირებს და ეს დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ევროკავშირის გაფართოებაზე ევროპარლამენტში ბევრი ისაუბრეს, თუმცა ამ კონტექსტში საქართველო არ უხსენებიათ.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.