შიდა ოლიგარქიული გარჩევები ივანიშვილის კარზე - დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ

13.09.23 20:23
შიდა ოლიგარქიული გარჩევები ივანიშვილის კარზე - დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ

 

რა მოხდა ბიძინა ივანიშვილსა და დავით ხიდაშელს შორის. როგორც ჩანს ივანიშვილის კარზე შიდა ოლიგარქიული გარჩევებია. ერთ დროს ოლიგარქის ნდობით აღჭურვილ ბიზნესმენს რაჭის ტყეებს ართმევენ. გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიისთვის მიწების  მიღება-ჩაბარების პროცესი შეაჩერა. 

ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ ვერ შეასრულა  აღებული ვალდებულებები. თავად დავით ხიდაშელი ამბობს, რომ უცხოეთშია და კომენტარს არ აკეთებს იმ ფაქტზე, რომ მისთვის გადაცემული ათეულობით ჰექტარი ფართობი, სადაც სამონადირეო მეურნეობა უნდა გაშენებულიყო, მისი აღარ არის. 

გეოლოგები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ხიდაშელი კონკრეტულ გეგმას წარადგენს, შეიძლება  აღნიშნული ხელშეკრულება ისევ აღდგეს.

გადაცემა ვერ მოხერხდება, სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ყველა პირობა, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წაუყენა განმცხადებელს. ამის შესრულება ასე მარტივი არ არის. ეს ნიშნავს საკმაოდ დიდი ხნით გაჭიანურებას, სრულიად შესაძლებელია, რომ აქ მოაკლდეს ტერიტორიები, რაც ვერ დაასაბუთეს". - ამბობს ნინო ჩხობაძე.