ხელისუფლება არასასურველი მედიის გასაჩუმებლად - ზეწოლის ახალი ფორმები "ოცნებისგან"

13.09.23 20:30
ხელისუფლება არასასურველი მედიის გასაჩუმებლად - ზეწოლის ახალი ფორმები "ოცნებისგან"

 

ზეწოლის ახალი ფორმები ქართული ოცნებისგან. ხელისუფლება არასასურველი მედიის გასაჩუმებლად საერთაშორისო მასშტაბებზე გადის. ადგილობრივი კრიტიკული მედიის დაშინების,  მუქარისა და ფინანსური შეზღუდვების შემდეგ, "ოცნების" სამიზნე დონორი ორგანიზაციებია. თავდასხმა საერთაშორისო ორგანიზაციებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ინგლისურენოვანმა ოუ სი მედიამ შალვა პაპუაშვილის წერილის გამოქვეყნებაზე უარი თქვა. 

პირველები დღეს ოუ სი მედიას რედაქტორს დაუკავშირდა. გავლენიან გამოცემაში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მათი მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა. ამიტომ რედაქციამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად ამ წერილის გამოქვეყნება. უარის მიღების შემდეგ კი პაპუაშვილის რისხვა იმ დონორებმა დაიმსახურეს, რომლებიც მათ შორის ოუ სი მედიას ეხმარებიან ფინანსურად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოცემისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვდა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.