"ოცნებამ" იცის, რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს - რას ამბობენ ყოფილი მოსამართლეები

13.09.23 20:41
"ოცნებამ" იცის, რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს - რას ამბობენ ყოფილი მოსამართლეები

 

"ქართულმა ოცნებამ" გარანტირებულად იცის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. პლენუმის შემადგენლობის უმრავლესობა ის  მოსამართლეები 
 არიან, რომლებსაც მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური ანგარიშვალდებულება გააჩნიათ. მათ შორის არის პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარე მერაბ ტურავა და სასამართლოს ე.წ არაფორმალური მმართველი ევა გოცირიძე

ყოფილი მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი სწორედ იმიტომ გაბედა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ყველაფერი დალაგებული აქვს. თუ პლენუმი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, ეს არ იქნება სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა ეს იქნება პოლიტიკური ვერდიქტი, რომლის შესრულებაც ოცნების ინტერესებშია - ეუბნებიან "პირველებს" ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის დიდი სტაჟი აქვთ.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.