შარშან ევროკავშირმა მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა - შალვა პაპუაშვილი
შარშან ევროკავშირმა მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცა, ამით ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა.
ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები - სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი, - ამბობს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჯოზეფ ბორელის ვიზიტი, სადაც,შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკურად მაღალ დონეზე შეხვედრების გარდა, ტექნიკური ხასიათის შეხვედრებიც იყო.
ჩვენ გვქონდა, მათ შორის, რეკომენდაციებზე საუბარი, მნიშვნელოვანი იდეები გავცვალეთ თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის. საქართველოს პარლამენტი აპირებს ამ საკითხებზე მსჯელობას. მეორეს მხრივ, ველოდებით რომ იყოს ჩვენი საქმიანობის შეფასება. ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს - ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ სამივე ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებსა და სხვა ასეთ საკითხებზე. სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოს კეთილმოსურნე არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააცნობიეროს თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ჯერზე მაინც, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, მეორე ერთობლივი კონფერენცია იმართება სახელწოდებით "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ".