საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა - ოლივერ ვარჰეი
საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰემ განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა:
"საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ. რასაც ვხედავთ ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება. ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს ვარჰეი.