შოვში დაზიანებულ ვერტმფრენისთვის კუდს ივანიშვილის ავიაკომპანია სახელმწიფოს 500 000 ლარად მიყიდის

14.09.23 11:14
შოვში დაზიანებულ ვერტმფრენისთვის კუდს ივანიშვილის ავიაკომპანია სახელმწიფოს 500 000 ლარად მიყიდის

ბიძინაა ივანიშვილის ავიაკომპანია სახელმწიფოს ვერტმფრენის კუდს ნახევარ მილიონად მიყიდის. ორიდან ერთი სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიის დროს დაზიანდა, ნაწილები კი საქართველოში ივანიშვილის ავიასერვისს  აქვს.

ირკვევა რომ, სასაზღვრო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით მოხდეს საჭირო ნაწილების შესყიდვა. 

ივანიშვილის კომპანიაში, შპს ავიასერვისში ამტკიცებენ, რომ დაზიანებული კუდის ყიდვას უცხოეთში აპირებენ და ეს ახალი ნაწილი იქნება.

კომპანიის წარმომადგენელი, ალექსანდრე ტყემალაძე კითხვებს არ უპასუხებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ შესყიდვა ხორციელდება უცხოელი მომწოდებლებისგან. 

ოპოზიცია ინტერესდება, რატომ ხდება აღნიშნული ნაწილების ივანიშვილის კომპანიის გავლით შესყიდვა. 

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, საბა ბუაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ამ შესყიდვის შესახებ ყველა დეტალი იცოდეს. 

თურმე ივანიშვილის კომპანიის შუამავლობა არის საჭირო იმისათვის, რომ დაზიანებული ვერტმფრენების დეტალები გამოცვალონ და ამ დეტალებში არცთუისე მცირე თანხა გადაიხადონ. აუცილებლად საჭიროა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ამ დეტალების ივანიშვილის კომპანიის გავლით ყიდვა და ასევე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ვადაში მოხდება ახალი ვერტმფრენების საქართველოში ჩამოყვანა. თუ ეს ნაწილები არ არის ახალი და არის მეორადი, ამასთან დაკავშირებითაც უნდა გაკეთდეს განმარტება, რამდენად ნორმალური არის ახლა ამ სიტუაციაში ნახევარი მილიონის გადახდა მეორად დეტალებში", - ამბობს საბა ბუაძე.