გადაშალეთ მათემატიკის რვეული - პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს "რუსული ნარატივის" გავრცელებაში ადანაშაულებს
თუ ციფრები გაინტერესებთ, გადაშალეთ მათემატიკის რვეული - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შეასრულა.
მეტიც შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, რამდენიმე ევროპარლამენტარს "პუტინისტური ნარატივის გავრცელება" სჩვევია.
მისი თქმით, ხალხისა და ხელისუფლების დაყოფა, "რუსული მიდგომაა":
დაყოფა ხალხისა და სახელმწიფოსი აქ ხელისუფლების ერთადერთი სახელმწიფო არის რუსეთი, რომელიც ამას აკეთებს, ამაზე მეტი რუსული სტილის მიდგომა არ არსებობს. რამდენიმე ევროპარლამენტს სჩვევია ასეთი სახის პუტინისტური ნარატივის გავრცელება, რომ ხალხი განაცალკევა ხელისუფლებამ. ჩვენი შეფასებით, ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასული, გითხარით საკითხები სასამართლოს და დეოლიგარქიზაციის სახით. თქვენ, თუ გაინტერესებთ მათემატიკა შეგიძლიათ მათემატიკის რვეული გადაშალოთ და მიუმატოთ ერთმანეთს, ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირთან ინტეგრაცია, თქვენ გაინტერესებთ მათემატიკა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააცნობიეროს კიდევ ერთხელ თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს ამჯერზე მაინც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰემ განაცხადა.