ვინ წავა ჯარში? - კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით კომიტეტზე განიხილავენ

14.09.23 12:10
ვინ წავა ჯარში? - კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით კომიტეტზე განიხილავენ

ვინ წავა ჯარში? პარლამენტში თავდაცვის სადაო კოდექსზე მსჯელობა გრძელდება. კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით კომიტეტზე განიხილავენ. 

ოპოზიცია კოდექსს ეწინააღმდეგება და ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და ფიქრობენ, რომ ახალ კოდექს ოცნება საარჩევნოდ ზეწოლისთვის გამოიყენებს.

"ენმ"-ს წევრ, თემურ ჯანაშიას თქმით, კოდექსი რუსეთისთვის არის მისაღები და კოდექსის კონკრეტული მოდელი საბოლოოდ წააქცევს საქართველოს ბრძოლისუნარიანობას.

ეს კოდექსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, აბსოლუტურად აცდენილია მოცემულობას და საბოლოო ჯამში ერთი ბედი გაქვს, რომ 2025 წელს შედის თვითონ კანონი ძალაში და მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთადერთი იმედი გვაქვს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს კოდექსი გასწორდეს. ეს არის ისეთი მოდელი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის არის მისაღები, ეს არის მოდელი, რომელიც წააქცევს საბოლოოდ საქართველოს ბრძოლისუნარიანობას", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, თემურ ჯანაშია.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ კოდექსი ორიენტირებულია თითოეული ადამიანის პროფესიულ განვითარებაზე და კარიერაზე. აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალ კოდექსს ის პოლიტიკური ძალა უპირისპირდება, რომელიც წარსულში არსებული მოცემულობით თვითონ იღებდა შემოსავალს.

თავდაცვის ახალ კოდექს და ამ რეფორმებს უპირისპირდება ძირითადად, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულში არსებული მოცემულობით თვითონ იღებდა შემოსავალს იმ სისტემით, რომელიც ყველას ჩვენ განსაკუთრებით ახალ თაობას მიაჩნდა და მიგვაჩნია, რომ იყო შესაცვლელი. ახლა როდესაც ის იცვლება, ხდება უფრო მეტად თითოეული ადამიანის, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაზე, კარიერაზე ორიენტირებული", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.