პრეზიდენტის ღიმილიანი სახე იცვლება, ვერ უშველის ელჩები - მაჭარაშვილი იმპიჩმენტზე
პრეზიდენტის ღიმილიანი სახე იცვლება, ვერ უშველის ელჩები - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
მაჭარაშვილის თქმით, ელჩები ვერ იტყვიან, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა არაფერია.
"ხალხის ძალის" ლიდერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას, რომ ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობის დროს სხდომათა დარბაზში შესვლას არ აპირებენ და განაცხადა, რომ საზოგადოებას არაფერში სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთსაც კი არ ენდობა.
"პრეზიდენტის ღიმილიანი სახე, იმპიჩმენტთან დაკავშირებით რომ გაიგო, იცვლება. ახლა ნელ-ნელა სერიოზული ხდება. ხომ დავინახეთ, ელჩებს მოუხმო. ვერ უშველის ელჩები. ვერ იტყვიან იმას, რომ ქვეყანაში პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და არა უშავს. მერე ოპოზიციას დაუძახა და უთხრა - "ხომ არ გადამაყენებთ". ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, იყო. ამას, ბუნებრივია, დიდი უარყოფა არ სჭირდება, მაგრამ აქ კიდევ ერთი მთავარი ის არის, ოპოზიცია ამბობს, რომ ერთმანეთს არ ენდობიან, დარბაზში ვინ შევა და გამოვა და ხალხს ეუბნებიან, ქვეყანა გვანდეთო. ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას ეუბნება ჩვენ აგვირჩიეთო, ერთმანეთს არ ენდობიან, რომ მოილაპარაკონ, მისცემენ ხმას იმპიჩმენტს თუ არა. ამიტომაც უთხრა მათმა ბელადმა ერთი დღის წინ, რომ ეს ოპოზიცია არის სუსტი და მათ შორის, ამერიკელებიც და ევროპელებიც უკვე ხელჩაქნეულები არიან ოპოზიციაზე", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.